ომი უკრაინაში და ჩინეთის სამშვიდობო გეგმა

უკრაინის გენერალური პროკურორი რუსეთის ლიდერების დაუსწრებლად გასამართლებას მოითხოვს. რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების დასჯის საკითხზე მსჯელობენ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებიც. განიხილება უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხიც. თავის მხრივ კრემლი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ვლადიმირ პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. პარალელურად ბლუმბერგი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის მიერ რუსეთისა და უკრაინისთვის შეთავაზებულმა სამშვიდობო გეგმამ ვაშინგტონში გარკვეული უხერხულობა შექმნა, რადგან არ არის გამორიცხული, რიგმა სახელმწიფოებმა მას მხარი დაუჭირონ.