ომი უკრაინაში

საქართველოსთან ერთად ევროკავშირიდან კანდიდატობაზე გადაწყვეტილებას ელოდება უკრაინაც, სადაც ორ დღეში ევროპის სამი ქვეყნის ლიდერები ჩავლენ.

კანდიდატის სტატუსთან ერთად კიევი ევროპისგან თანამედროვე თავდაცვით შეიარაღების დროულად მიწოდებას ითხოვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ქალაქ სევეროდონეცკში, რომლის ნახევარზე მეტს უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. საომარი მოქმედებები და ავიაშეტევები იმდენად ინტენსიურია, რომ ქალაქში დარჩენილ მოქალაქეთა ევაკუაცია ყოველდღე სულ უფრო რთულდება. 500-მდე ადგილობრივი, მათ შორის ბავშვებიც, ახლა ქარხანა „აზოტს“ აფარებენ თავს. სწორედ ორი დიდი ქალაქი – სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დარჩათ რუს სამხედროებს ასაღები ლუგანსკის ოლქში.