ომი უკრაინაში - 39-ე დღე - ვითარება რუსი სამხედროების მიერ განადგურებულ ქალაქებში

მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლა ქალაქი ბუჩაა, სადაც დღეს სრული სიზუსტით გახდა შესაძლებელი იმის დანახვა, როგორი სისასტიკით კლავს რუსული არმია მშვიდობიან მოქალაქეებს – ქუჩები ცხედრებით არის სავსე. რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ასეთი სურათი დახვდათ – მოკლული ბავშვები, ქალები, მოხუცები, ქუჩებში, ეზოებსა და გზებზე მიმოფანტული ცხედრები – 11-დღიანი ოკუპაციის შემდეგ,  ბუჩა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნათელი მაგალითი გახდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სამხედრო დამნაშავეების დასასჯელად ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს. მომხდარით შოკირებულია ევროსტრუქტურებიც. ბუჩასთან ერთად, ანალოგიური მდგომარეობაა ირპენში, გოსტომელში, მარიუპოლში, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიწასთან გასწორებულია ჩერნიგოვის 70 პროცენტიც.

რა ვითარებაა რუსი სამხედროების მიერ განადგურებულ ქალაქებში ⭕ რეპორტაჟში ნაჩვენები იქნება მძიმე და სენსიტიური კადრები, რის გამოც, გვაქვს თხოვნა, რომ ბავშვები მოარიდოთ.