ხობში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ტრაგიკულად დაღუპულ ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.