ნობელის პრემიის კანდიდატები

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2018 წლის ლაურეატები ნადია მურადი და დენის მუკვეგე გახდნენ. შვედეთის აკადემიამ, კონგოელი და იეზიდი უფლებადამცველების საქმიანობა სხვა კანდიდატებისგან გამოარჩია. მათ უკან ის კონკურენტები ჩამოიტოვეს, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით არიან ცნობილები.

მათ შორის დონალდ ტრამპი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის ლიდერი. ამ გზით შვედეთის აკადემიამ საერთაშორისო საზოგადოებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე გაცილებით მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მიუთითა. ეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვაა, რაშიც დენის მუკვეგე და ნადია მურადი უკვე დიდი ხანია, აქტიურად არიან ჩართულნი.