ნიპას ვირუსის გავრცელების საფრთხე

15:28, 28.01.2026
ინდოეთში დაფიქსირებულ ნიპას ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. აცხადებს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი. ივანე ჩხაიძის თქმით, ვირუსის ძირითადი მატარებელი და გადამტანი არის ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა კი ჩვენს ქვეყანაში არ არის, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით კვლევები და შემოწმება დაწყებულია. მისივე თქმით, ნიპას ვირუსი არ ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით და საჭიროა ახლო ფიზიკური კონტაქტი.
დაავადება თავდაპირველად გრიპის მსგავსად მიმდინარეობს, თუმცა, შემდგომ შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის შეშუპება, ენცეფალიტი, კომა და მძიმე შემთხვევებში, ლეტალური შედეგი. ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს.

მსგავსი