საერთაშორისო კონფერენცია „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ – ამ სახელწოდებით თბილისში, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. პანელური დისკუსიების მონაწილეებმა გლობალური ფინანსური სისტემებისა და მონეტარული პოლიტიკის, ასევე ახალი გამოწვევებისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლზე იმსჯელეს.
კონფერენცია ლარის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება.