ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

ბრიუსელში დიდი შვიდეულისა და ნატოს მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. იარაღი, იარაღი და იარაღი, – ეს დმიტრო კულებას მხრიდან მოკავშირეების მისამართით გაკეთებული მოთხოვნა იყო შეხვედრების დაწყებამდე. ბრიუსელში კულება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც გაესაუბრა.

რა შედეგით დასრულდა შეხვედრები ნატოს შტაბბინაში, – ბრიუსელში ანა ბროლაძე მუშაობს.