ნატოს საგანგებო სამიტი ბრიუსელში

უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე აკავებენ საოკუპაციო ძალების წინსვლას და რიგ მიმართულებებზე იერიშზეც გადადიან. ექსპერტების შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე რუსული არმიის უძლეველობის მითი დაიმსხვრა და ჩაიშალა კრემლის გეგმა, რამდენიმე დღეში აეღო კიევი. უკრაინა მზად არის განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაგრამ არ არის მზად შეასრულოს მოსკოვის ულტიმატუმები. უკრაინა რუსულ აგრესიას მისი სასტიკი სამხედრო მოქმედების მიუხედავად კვლავ იგერიებს და დასავლეთისგან დახმარების გაძლიერებას მოითხოვს. უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობენ დღეს დასავლური სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, სადაც ნატოს საგანგებო სამიტი, ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და დიდი შვიდეულის პირველი პირების შეხვედრა იმართება.

რა შედეგით დასრულდა ნატოს საგანგებო სამიტი, – ბრიუსელში ანა ბროლაძე მუშაობს.