ნატო-ს სამიტი
ნატო-ს სამიტის მეორე დღე. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, გასული წლის სამიტი ფინანსური ვალდებულებების, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს დაეთმო, ხოლო წლევანდელი სამიტის მთავარი მიზანი ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელებაა. მარკ რუტეს თქმით, სამიტის პირველ დღეს უკვე გაფორმდა არაერთი ახალი ხელშეკრულება და აღებული იყო მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის საკითხზე ისაუბრა. პეტერ მადიარმა უკრაინას მსხვერპლი უწოდა, ხოლო რუსეთს სასტიკი აგრესორი. სამიტის პირველ დღეს ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა გრენლანდიის საკითხი. დანიის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.