ნათია თურნავას მოსმენა პარლამენტში
„2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი მოისმინეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. დოკუმენტი კანონმდებლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარუდგინა. გამოსვლისას ძირითადი აქცენტები ინფლაციაზე გაკეთდა. წელს ოქტომბრის მდგომარეობით ინფლაციის მაჩვენებელი, მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს გადაცდა და 5.2 % შეადგინა. ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციაზე გავლენა სურსათზე გაზრდილმა ფასებმა მოახდინა. მისი შეფასებით, მომავალ წელს ინფლაცია 4 პროცენტი იქნება და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.