ნანა კაკაბაძემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა

მოძრაობა „არა ნაციზმის“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. პოლიციის სამმართველოსთან კაკაბაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო. მომხდარზე კომენტარს აკეთებს “რუსთავი 2”-ის იურისტი.

მისი განმარტებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. მისივე განმარტებით, ვითარებაში გასარკვევად კი კაკაბაძეს, ძალის გამოყენების ნაცვლად სამართალდამცველებისთვის უნდა მიემართა.