„ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია

მთელი ღამის განმავლობაში „გუმათჰესთან“ რიონის ხეობის დამცველები იმყოფებოდნენ. იქ, სადაც „ნამახვანისკენ“ მიმავალ გზაზე რკინის საპოლიციო ბარიკადებია აღმართული. პროტესტის მონაწილეები მათთვის გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას კვლავ ხმაურით აპროტესტებდნენ და პოლიციას გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.