„ნამახვანჰესის“ მშენებლობა

სოფელ ჟონეთში დღეს „ნამახვანის ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. უკვე 83-ე დღეა, პროტესტი გრძელდება და აქციის მონაწილეების თქმით, მათ უსაფრთხოების გარანტიები ამ დრომდე ვერც ხელისუფლებისა და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან მიიღეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ დისკუსიის გამართვას მხარეების მონაწილეობით და სპეციალისტების ჩართულობით, რომ გაირკვეს, ვინ არის მართალი. ასევე, აქციის მონაწილეებმა მათ საპირისპირო აქციას, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა და სადაც ჰესის მშენებლობის მომხრეები შეიკრიბნენ, მართული უწოდეს.

დატოვე კომენტარი