„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესიით ექიმმა ლევან ანთაძემ დღეს ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, დღეისთვის ეროვნული ვაქცინაციის გეგმის მხოლოდ 5.25 პროცენტია შესრულებული, რაც არასაკმარისია. ის ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად, ნებისმიერ დონეზე თანამშრომლობას სთავაზობს.