„ნაციონალური მოძრაობა“ „იგლ ჰილსის პროექტთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ლაშა ფარულავას განცხადებით, არც „იგლ ჰილსის პროექტი“ და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია არ არსებობს. მისივე თქმით, ამ პროექტს „ქართული ოცნება“ კორუფციული მიზნებისთვის იყენებს.
პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ გახარიას გუნდშიც. ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვეს „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრებმაც. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით კი არაბული ინვესტიციები მხოლოდ იმ ქვეყნებში შედის, სადაც მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა.