„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კახეთში სტიქიის შედეგად განადგურებული ყურძნის ზარალი მოსახლეობას შესაბამისი სუბსიდიით აუნაზღაურდეთ. გიორგი ბოტკოველის თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს გლეხისა და მევენახეების საჭიროებები.

დღესვე სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა და ასევე ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო კახეთის გუბერნატორი. მისი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება, რათა გლეხებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ.