„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დროულად დაშვების მოთხოვნით აქციას მართავს. პარტიის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათ ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაც მოითხოვეს.