„მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“

„მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ – ამ სლოგანით დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა და უფრო ჰუმანური პოლიტიკით ჩანაცვლების მოთხოვნა. ანალოგიური სახის აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ყოველწლიურად სწორედ 26 ივნისს ტარდება.

ახალი დღე