მზადება ვაქცინაციისთვის

ნოემბერთან შედარებით, შემცირებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გაკეთებას გეგმავენ. ვაქცინაციის მომხრეთა დღევანდელი მაჩვენებელი საშუალოდ 40%-ს შეადგენს, რასაც ეპიდემიოლოგები სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ სწორედ ვაქცინაცია სახელდება ეპიდემიოლოგიური ვითარების დროულად გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ პირობად. თუმცა, ანტივაქსერული კამპანია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ის გლობალურია.

საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად დღეს „მოამბე“ იმ ადამიანს ესაუბრა, რომელიც ისრაელში„ფაიზერის“ ვაქცინით უკვე აიცრა.