მზადება ვაქცინაციის პროცესისთვის

ვაქცინაციის პროცესში, სხვა ათ კლინიკასთან ერთად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოც ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინის შესანახად, ორი 80-გრადუსიანი მაცივარია განთავსებული. უკვე მოწყობილია სივრცეც, სადაც მოქალაქეები იმუნიზაციას ჩაიტარებენ.

კლინიკა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ათამდე სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილია და ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ქვეყანა ვაქცინის პირველ პარტიას თებერვლის ბოლოს ელოდება.