მზადება ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმისთვის

21:40, 19.09.2026

გადაწყვეტილება მიღებულია, 2027 წელს საქართველოში, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

უნიკალური სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უკვე დაათვალიერა. მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი ტექნოლოგიური სექტორის განვითარებასა და ადგილობრივ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

მსგავსი