მზადება შეზღუდვების მოხსნისთვის 

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპზე, ქვეყნის სამ დიდ ქალაქში – ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტიც ამუშავდება. მგზავრებმა და მძღოლებმა უნდა ატარონ პირბადე, ეს ვალდებულება ვრცელდება მოცდის პერიოდზეც. მოქალაქეებს ამ წესის დაცვა გაჩერებებზეც მოუწევთ. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებებს გარკვეული პერიოდულობით დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

როგორ მიმდინარეობს მზადება ტრანსპორტის ამუშავებისთვის და რა რეგულაციების დაცვაა აუცილებელი – თათია ტაბეშაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.