მზადება შეზღუდვების მოხსნისთვის

18:20, 06.02.2021

ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების რამდენიმეეტაპიანი გეგმის ფარგლებში, ორშაბათიდან მუშაობას ღია და დახურული ტიპის ბაზრობები განაახლებენ. ობიექტებზე მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. მათ შორის კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა დასაქმებულთა 20%-ს. სწორედ ამ რაოდენობის თანამშრომელთა ტესტირებაა გახსნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. კვლევა ვირუსზე ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს. თებერვალში ეს პროცესი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, შემდგომ კი ამ ვალდებულების შესრულება თავად ბიზნესის მფლობელებს მოუწევთ.

 

მსგავსი