წითელი კვერცხი, ჯეჯილი, პასკა – სამზადისი, რომელიც აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად ალამაზებს, საუკუნეებს ითვლის. აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ სიტყვებით, -„ქრისტე აღდგა!“.
სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკაა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
თეონა მაჭარაშვილის რეპორტაჟი სააღდგომო სამზადისისა და ტრადიციების შესახებ.