მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის
დღეს, დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა, რომელიც საღმრთო ლიტურგიით გაგრძელდა. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ აღავლინა და მრევლს ქადაგებითაც მიმართა.