მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის

რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე, ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში წელს განსაკუთრებულ პირობებში მოხდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი უსაფრთხოების მიზეზებით 40 დღის განმავლობაში დახურული იყო, დღეს კი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა. ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურების გამო მიიღო. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ღვთისმსახურებისთვის პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.

ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იყო მობილიზებული. ისინი ხალხის ნაკადს არეგულირებდნენ და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფდნენ. ცნობისთვის, ღვთისმსახურების სრული მასშტაბით ჩატარება ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გახადა შესაძლებელი.