დღეს, დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება, რომელიც საღმრთო ლიტურგიით გრძელდება. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს.
მარიამ აფციაური იმყოფება სიონის საპატრიარქო ტაძარში და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.