„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი
ეკონომიკის მინისტრმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გახსნა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის – დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტები და ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტერიალში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მონაწილეობდნენ.