„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი
ბაქოში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი მიმდინარეობს. მონაწილეობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. განიხილავენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას, ასევე დაგეგმილია პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრელად დეტალური სამოქმედო გეგმას შემუშავება. მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკისა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა.