მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

12:10, 01.07.2020

ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. მუშევანი ბოლო სოფელია, რომელიც „კოვიდ-19“-ის გამო, ჩაკეტილი იყო. სამართალდამცავებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს. ინფორმაციას საქართველოს პირველ არხთან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. მუშევანში კორონავირუსის 80 შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი