მუნის შემთხვევები საქართველოში

12:20, 05.11.2025
საქართველოში მუნის შემთხვევები მატულობს. პაატა იმნაძის განცხადებით, ამ კუთხით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე განმარტებით, დაავადების მკურნალობა მარტივია. პროფილაქტიკისთვის კი მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, ასევე სხვისი პირსახოცისა და ტანსაცმლის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არამარტო დაავადებულს, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან.

მსგავსი