ქვეყანაში ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ზრდაზე, ასევე ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას. პრემიერის განცხადებით, 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, უმუშევრობა ჩამოსცდეს ოთხპროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი კი იყოს 3 500 ლარზე მეტი. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული ტემპებით, ეს მიზნები შესრულებადია. მისივე განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევაა. ამასთან, პრემიერმა რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელებულ ოპტიმიზაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა.