მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრა. „მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში, საქართველომ მიიღო გარანტიები, როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.