მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერებისთვის 

ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების ანტიკრიზისული გეგმების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ახლა ანტიკრიზისულ გეგმას დეველოპერებისთვის წარადგენსრამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერი ამ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ჯერ კიდევ გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერმა განმარტა, რომ სახელმწიფო იპოთეკური სესხების სუბსიდირებას  მოახდენს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სექტორი არის დეველოპმენტი და მშენებლობა. პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ „მოხდება სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, როცა კომპანიებმა და მთავრობამ მაშინ მიატოვეს ადამიანები – მარიამ ბერძენიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, შეხვედრის დაწყებამდე თუ გააკეთეს თავად დეველოპერებმა კომენტარები.

დატოვე კომენტარი