მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერებისთვის 

იპოთეკური სესხები ლარში შვიდ პროცენტამდე შემცირდება – ესაა ისტორიული მინიმუმი, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. სამთავრობო გუნდმა დეველოპერებსა და სამშენებლო სექტორს სიახლეები პრეზენტაციაზე გააცნო.

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაქსიმალურად მოხდება ხელშეწყობა მშენებლობებისა და ზოგადად ქვეყნის მშენებლობის მიმართულებით. გეგმის მიზანია ყველა იმ ადამიანის დახმარება, რომლესაც პანდემიამდე გარკვეული გათვლები ჰქონდა საცხოვრებლის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში, მთავრობა იპოთეკურ სესხზე ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს. ხოლო კომპანია, რომლიც სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, მათ სახელმწიფო შეიძენს.

პრემიერის თქმით, სიმბოლურია ამ სფეროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა იმ შენობაში, რომლის პროექტიც, 2008 წლის კრიზისის შედეგად, ამ დრომდე გაჩერებული იყო. მისი განმარტებით, მთავრობის მთავარი მიზანია, როგორც კერძო სექტორზე, ასევე მოქალაქეზე ზრუნვა.

მარიამ ბერძენიშვილი აშუქებდა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას და ახლა უფრო ვრცლად მოგვიყვება ამის შესახებ.