მთავრობა მაღალი სამომხმარებლო ფასების რეგულირებას გეგმავს

15:12, 26.12.2025
პოპულიზმი და ბიზნესის რეპრესიების საფრთხე – ასე აფასებს ოპოზიცია სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს ოპონენტები არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები რეალურად ბაზარზე უფრო ცუდ შედეგებს გამოიწვევს. განსხვავებული მოლოდინი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ მომავალ წელს მოსახლეობა სამომხმარებლო პროდუქტების შეძენას უფრო იაფად შეძლებს.

მსგავსი