მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა. სპეციალურ სიაში ყოველწლიურად ის ლიდერები ხვდებიან, რომლებიც ნოვატორული იდეებით გამოირჩევიან და რომლებსაც მსოფლიოში მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ხედვა და პოტენციალი აქვთ.

ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს ლიბერალური რეფორმების გამტარებლად მოიხსენიებს და წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, მისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს. ინფორმაცია ეკონომიკური ფორუმის ვებ გვერდზე ვრცელდება.