მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - დღე მეორე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში, დღე მეორე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შესახვედრად ემზადება. მთავარი მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაა. ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, შეხვედრებს ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი შედეგი ექნება.

შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია 30-მდე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.