თბილისის მშრალი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.
პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში. ამასთან, საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში.
მაიამ ბერძენიშვილი დეტალებით.