მრგვალი მაგიდა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხზე
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა თბილისში. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე შუა დერეფნის განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
მიზანია საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობის აქტუალური საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების წარმოჩენა. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო.