მრჩეველთა საბჭოს შექმნა სახელმწიფო ელექტროსისტემაში
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. მიზანი კერძო სექტორთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა. საბჭო 17 წევრისგან შედგება და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.