მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება
2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიური გადასახადის ზღვარის დაწესებას გულისხმობს. მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25-პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, პირველი სექტემბრიდან კი ის 2 500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბ ვალიანობის რისკების შემცირებას.