რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8 პროცენტზე შენარჩუნდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გლობალურად მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ გასათვალისწინებელია.
მათივე ინფორმაციით, ინფლაცია ზომიერად იზრდება, რომელსაც ძირითადად სურსათის ფასების მაღალი მერყეობა განაპირობებს. სებ-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია 3,8 პროცენტის დონეზე იქნება.