მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კოვაქსპლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მსოფლიო ბანკის მხრიდან კი დადასტურდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. შეხვედრისას, პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებსა და ტურიზმის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.