მოლაპარაკება კიევში

კიევში იმყოფებიან ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები – შეხვედრა გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ უკრაინა აბსოლუტურად ენდობა პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვენიას.

„ეს დიდი, ვაჟკაცური, სწორი და მეგობრული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მეგობრებით, მეზობლებითა და პარტნიორებით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გამარჯვებას,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის და ვიცით, რომ იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვისაც. მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენს გვერდით დგანან“, – წერს ჩეხეთის პრემიერი.