„მოამბის“ ოპერატორის დაშავების ფაქტი

რუსთაველის გამზირზე გუშინდელი აქციის დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ბესო გაფრინდაშვილი დღეს თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მას აღენიშნება პირველი ხარისხის დამწვრობა და დაბეჟილობა. დაქვეითებული აქვს ხელის მტევნის მგრძნობებლობა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია დახმარება და მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანა. რის შემდეგაც სახლში გაეწერა.