თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში მკურნალობის ახალი მეთოდი დაინერგა. ეს არის თერმული წყლებით სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ვენური დაავადებისა და ლიმფოდერმის მკურნალობისთვის. სპეციალური ვარჯიშები შემუშავებულია იტალიაში ფერარას უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. უცხოელმა სპეციალისტებმა თბილისში მასტერკლასი ჩაატარეს. პროგრამის მიხედვით, ყურადღება გამახვილებულია ქვედა კიდურების ჯანმრთელობაზე.