მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება

ამ დრომდე სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს მირზა სუბელიანი.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ მივიდა. ის არასრულწლოვნების საქმის ერთ-ერთი მოწმის ნათესავია.

მირზა სუბელიანს ზაზა სარალიძე კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს.