ჯანდაცვის მინისტრმა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა. ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა სოციალური პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე დასაქმების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აქცენტი გაკეთდა „რეპროდუქციის შესახებ“ კანონზე, სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე და ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლებისგან პირდაპირი შესყიდვის დანერგვაზე. საუბარი შეეხო შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებსაც.